ზოგადი ინფორმაცია
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: მათემატიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი მათემატიკაში,
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები/კოორდინატორი:
ასოც. პროფესორი თეიმურაზ ახობაძე, პროგრამის კოორდინატორი;
პროფესორი მ. ბაკურაძე;
ასოც. პროფესორი ჯ.როგავა.
მიზნები
პროგრამის მიზანი
- მისცეს მაგისტრს თანამედროვე მიღწევათა შესაბამისი საფუძვლიანი განათლება მათემატიკაში;
- გამოუმუშავოს მას სამეცნიერო კვლევისა და სხვადასხვა მათემატიკურ პრობლემათა გადაჭრის მეთოდების გამოყენების უნარი.
- ხელი შეუწყოს მათემატიკის როგორც დარგის განვითარებას და ამ დარგში შემოქმედებით-ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებას.
წინაპირობები
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ბაკალავრის ხარისხი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სფეროში:
- მათემატიკაში
- სტატისტიკაში
- ეკონომიკაში
- ბიზნესსა და ადმინისტრირებაში
- ფიზიკურ მეცნიერებებში
- კომპიუტერულ მეცნიერებებში ან ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიებში
- ინჟინერიასა და საინჟინრო საქმეში
- ან ბაკალავრის ხარისხი დამატებითი სპეციალობით (მაინორი) „მათემატიკა“
- ან 35 ECTS კრედიტი მათემატიკურ საგნებში
- • საერთო სამაგისტრო გამოცდა
- • გასაუბრება სპეციალობაში
- • გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონის შესაბამისი), ან საერთაშორისო დონეზე აღიარებული ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი
დასაქმება
მეცნიერების მაგისტრი მათემატიკაში შეიძლება დასაქმდეს
- შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში;
- საბანკო და საფინანსო სფეროს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში;
- სხვადასხვა პროფილის საწარმოებსა და ფირმებში, რომლებიც თავის საქმიანობაში იყენებენ მათემატიკურ მიდგომებს.
მიმაგრებული ფაილები